მოწმე: "მაგდას შვილი სასტიკად არ უნდოდა... ბოლო დროს ეშმაკებზე ვიდეოებს უყურებდა"
13:04:55     16-06-2016
ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ბოლო პერიოდში ეშმაკებზე ვიდეოებს უყურებდა.
ია ბარამია ამბობს, რომ პაპიძემ ვიდეო მასაც აჩვენა:
"მთელი ღამე ვერ დავიძინე, თავი მტკიოდაო. ტელეფონის საშუალებით მეც მაჩვენა, კედელზე ჩრდილი დადიოდა. მაგდამ მითხრა, ვერ დავიძინე, ფანჯრებს ვუყურებდი ჩემთანაც რამე არ შემოიპაროსო. ასე მითხრა მაგდამ, რომელიც ბოლო პერიოდში დამიახლოვდა და ჩემს სალონში ხშირად მოდიოდა ხოლმე. მიკვირდა ეს დაახლოება, ვიცოდი, დისტანციას იჭერდა ყველასგან, თუმცა გამეხარდა, ომარი ძალიან მიყვარდა, მე ომარის ძმის, მახოს ნათლია ვარ",-განაცხადა მოწმემ.
მოწმემ განმარტება ნაგვის ბუნკერში აღმოჩენილ მისი შვილის ფოტოებზეც გააკეთა.
"მე ვაჩუქე ჩემი ბავშვის ფოტოები მათ ოჯახს, როდესაც მაგდას დედამთილი დარეჯანი, მაგდა და მისი შვილი თორნიკე ჩემთან სახლში იყვნვნენ მოსულები. შემდეგ სად წაიღეს და როგორ აღმოჩნდა ნაგვის ურნაში, არ ვიცი",-განაცხადა მოწმემ.
მოწმისვე თქმით, მაგდას ორსულობის და შვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. "მაგდას შვილი სასტიკად არ უნდოდა, დიაბეტი მაქვსო და ერთის გაჩენას სიცოცხლე შევწირეო. ქუჩაში ორსულსაც რომ ვხედავ, ეკლები მაყრის, ცუდად ვხდები, იმხელა ტრავმა დამიტოვა ორსულობამო, მაგდამ ომარის ჩუმად აბორტიც გაიკეთა. ტყუპებზე იყო ორსულად და აბორტის გასაკეთებლად იყო წასული. დარეჯანთან მივედი, ბავშვი კალთაში ეჯდა და ტიროდა, მაგდამ ბავშვი დამიტოვა და აბორტის გასაკეთებლად წავიდა, ომარმა არ იცისო", -განაცხადა მოწმემ.
ია ბარამიამ პანაშვიდზე მაგდას დის, ლანა პაპიძის მისვლაც გაიხსენა.
"ლანა ამბობდა, დედაჩემს 100 დოლარი გამოაგზავნინა და 25 ლარი მიუცია უროშიო. ლანას დიდად არ გაკვირვებია მაგდას მიერ ამის გაკეთება. ახსენა, საყვარელიც ჰყოლიაო. ომარი მაგდაზე სიგიჟემდე შეყვარებული იყო, მაგდა მისთვის ერთადერთი იყო და მისი თანდასწრებით მაგდაზე ზედმეტს ვერავინ იტყოდა, მაგდა მისთვის სიწმინდე იყო. ღალატის შესახებ რომ გაეგო, არ ვიცი, რას იზამდა, არ აპატიებდა",- განაცხადა მოწმემ.