გამოიყენეთ თიბისის Prime Card-ი და მოიგეთ ფულადი პრიზები

  16:47:30     15-06-2016

თიბისი ბანკის Prime Card-ის მომხმარებლებს სურპრიზებით აღსავსე სეზონი ელით. კამპანია 20 ივნისიდან დაიწყება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება, ყოველი კვირის ბოლოს გამოვლინდება 5 მომხმარებელი, რომლებიც ყველაზე აქტიურად გამოყენებენ პრაიმ ბარათს ანუ ყველაზე მეტი ტრანზაქცია აქვთ განხორციელებული. 

გამარჯვებულები და ფულადი  პრიზები შემდეგნაირად  გადანაწილდება:

  • I ადგილი - 1,000 ლარი
  • II ადგილი - 800 ლარი
  •  III ადგილი - 700 ლარი
  • IV ადგილი - 600 ლარი
  • V ადგილი - 500 ლარი

 გამარჯვებულები ყოველ მომდევნო კვირაში გამოვლინდება, ხოლო მოგებული თანხა შესაბამისი  საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დაირიცხება. კამპანიის დასასრულს, 20 აგვისტოს  სუპერ-პრიზის, 10 000 ლარის მფლობელი გამოვლინდება. 

გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ თიბისი ბანკის ის მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ შემდეგი საკრედიტო ბარათებით: Prime Card VISA Classic, Prime Card VISA GoldPrime Card VISA Platinum. 

პრაიმ ბარათი თიბისი ბანკის მიერ შეთავაზებული საკრედიტო ბარათია, რომელიც მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, მათ შორის: 

  • 0% პირველი 3 თვის განმვალობაში სარგებლობისას;
  • 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი;
  • 20%-მდე Cash Back 100-ზე მეტ პარტნიორ სავაჭრო ობიექტში;
  • გაორმაგებული Smart  ქულები;
  • უკონტაქტო გადახდის ფუნქციონალი - სწრაფი, მარტივი და კომფორტული გადახდის მეთოდი;
  • გადახდის შესაძლებლობა, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე ინტერნეტ მაღაზიებში.

 პრაიმ ბარათის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ თიბისი ბანკის  ვებგვერდს: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-primecard