"მაგდა პაპიძეს უფრო დიდი გრძნობა აკავშირებდა ბერძენიშვილთან, ვიდრე თავად ბერძენიშვილს"
23:04:22     13-06-2016
დღეს, ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე პაპიძის მეგობარი მამაკაცი, ოთარ ბერძენიშვილი დაკითხეს. დღევანდელი სასამართლო პროცესი დახურული იყო. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, მაგდა პაპიძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განაცხადა: "ბერძენიშვილის ჩვენების მიხედვით: "ოთარ ბერძენიშვილი პაპიძესთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა".
სასამართლოს სხდომაზე მყოფი ერთ-ერთი პირის თქმით კი, ბერძენიშვილმა ბრალდებული ერთ რიგით ქალად მოიხსენია.
დავით ნეფარიძე, პროკურორი:
"დღეს დაიკითხა ოთარ ბერძენიშვილი, მისი ჩვენებებით გაირკვა, რომ მათ ერთმანეთთან არაერთხელ ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა. ასევე გამოქვეყნდა მათი მიმოწერები, მაგდა პაპიძეს უფრო დიდი გრძნობა აკავშირებდა მასთან, ვიდრე თავად ბერძენიშვილს. ჩვენების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სხდომა დახურული იყო, თუმცა დადასტურდა, რომ ეს არ არის მხოლოდ მეგობრობა და ნაცნობობა. ოთარ ბერძენიშვილი ადასტურებს, რომ მას დაურეკა მაგდა პაპიძემ და უთხრა, სასწრაფოდ ჩასულიყო მათთან, რადგან ეზოში გვამები ეყარა".
ოთარ ბერძენიშვილმა სასამართლო დარბაზი, დაცვის თანხლებით ჩუმად დატოვა.