შვედეთის კინოცენტრის დირექტორის, ანა სერნერის ლექცია ეროვნულ კინოცენტრში

  10:57:20     13-06-2016

შვედეთის კინოცენტრის დირექტორი ანა სერნერი საქართველოში ჩამოდის.

14 ივნისს იგი შვედეთის ელჩთან, მარტინა ქუიკთან ერთად საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორს, ზურაბ მაღალაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც ეროვნულ კინოცენტრში (მის: სანაპიროს #4 ) 15:00 საათზე ანა სერნერი  ჩაატარებს ლექციას თემაზე "ქალების ინტეგრაცია კინემატოგრაფში".

ლექციას ცნობილი ქართველი რეჟისორი ქალები და სტუდენტები დაესწრებიან. 
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.