მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

  22:18:08     09-06-2016

რამდენიმე საათის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანიდან რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ამავე სოფლის მაცხოვრები 28 წლის გიორგი სოხატერი საქონლის მწყემსვის დროს დააკავეს.

სუს-ის პრეს-სამსახურს ინფორმაციით, ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. დაახლოებით ერთი კვირის წინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერედან კაკო მისერელიც გაიტაცეს, რომელიც ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. გაურკვეველია ამავე სოფლიდან ასევე ერთი კვირის წინ გაუჩინარებული ნიკა ღერეკენაშვილის ადგილსამყოფელი. მისი ყოფნა ცხინვალის იზოლატორში არ დასტურდება. ღერკენაშვილის ოჯახმა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ საპროტესტო აქციაც გამართა და სამართალდამცავები უმოქმედობაში დაადანაშაულა.