გემრიელი ვაფლის კლასიკური რეცეპტი

  11:07:17     08-06-2016

შემადგენლობა:

  •  2 ჭიქა ფქვილი
  • 1  1/2 ს.კ  გამაფხვიერებელი
  • 2 ს.კ შაქარი
  • 2 ც კვერცხი
  • 1/2 ს.კ მარილი
  • 1  1/2 თბილი  რძე
  • 1/2  ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადება:

ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავუმატოთ გამაფხვიერებელი, შაქარი და ავურიოთ კარგად.

ცალკე ერთად ავთქვიფოთ რძე, კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი და კარაქი.

ამ მასას შევურიოთ ფქვილიანია მასა, ავურიოთ კარგად, მიღებული მასით გამოვაცხოთ ვაფლები სპეციალურ ვაფლის გამოსაცხობში.