გაერო ადამიანების წამებაში უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარეს ადანაშაულებს

  16:20:34     03-06-2016

უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში, რომელსაც უკვე 9 371 ადამიანი ემსხვერპლა, ორივე მხარე არღვევს ადამიანის უფლებებს - ნათქვამია გაეროს ახალ ანგარიშში, რომელიც უკრაინის კონფლიქტს ეხება.

"ძალადობრივი გაუჩინარებები, უკანონო დაკავებები, წამება და სასტიკი მოპყრობა კვლავინდებურად გრძელდება ამ როგორც შეიარაღებული დაჯგუფებების, ასევე სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე"- ნათქვამია ანგარიშში.

ეს არ არის პირველი ანგარიში, რომელიც მსგავს პრობლემებზე საუბრობს. გაეროს უმაღლესი კომისრის მარტის ანგარიშში საუბარი იყო 15 გამქრალ ადამიანზე. 20 აპრილს კი, როცა გაეროს წარმომადგენლები გაუფრთხილებლად ჩავიდნენ კონფლიქტის ზონაში მათ უამრავი დარღვევა ნახეს.