სამხედრო წრთვნები უკრაინაში
11:45:10     26-04-2011
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა ბრძანებას”უკრაინის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების დაშვების შესახებ, 2011 წელს მრავალეროვნულ სამხედრო წრთვნებში მონაწილეობის მისაღებად”. ამის თაობაზე ინფორმაციას პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მიმდინარე წელს, უკრაინის ტერიტორიაზე 12 სამხედრო სწავლება გაიმართება, მათ შორის: უკრაინულ-ამერიკული სწავლება “Rapid Trident”, უკრაინულ-ამერიკული სწავლება “Sea Breeze”, საერთაშორისო სწავლება “კაზაკური სტეპი”, დიდი ბრიტანეთის და ნატოს სხვა რიგი ქვეყნების მონაწილეობით, სწავლება “საროტაციო ძალები შავის ზღვის რეგიონში”, ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს სხვა ქვეყნების მონაწილეობით, სწავლება “Jackal Stone” ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეების, რუსეთის და სხვა ქვეყნების მონაწილეობით, მრავალეროვნული სწავლება “ბარიერი”, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობით, ასევე, უკრაინულ-რუსული სწავლება “მსოფლიოს ფორვატერი”.