ერაყის არმიამ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებული ქალაქის შტურმი დაიწყო

  13:52:34     30-05-2016

ერაყის არმიამ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებული ქალაქის ფალუჯას შტურმი დაიწყო.

როგორც BBC-ის კორესპოდენტი ერაყიდან იტყობინება, ფალუჯას ახლოს მდებარე ქალაქი კარმა, რომელშიც "ისლამური სახელმწიფოს" დაცვის პირველი ხაზი მდებარეობდა, უკვე გადავიდა არმიის კონტროლქვეშ. იქ უკვე განათავსეს სპეცრაზმი და პოლიცია.

ცნობისთვის, ფალუჯა იყო პირველი ქალაქი, რომელზეც ტერორისტებმა კონტროლი მოიპოვეს. ის "ისლამური სახელმიწფოს" ერთ-ერთ მთავარ ქალაქად ითვლება ერაყში.