უგემრიელესი ოსტრი

  12:31:44     27-05-2016

ცხარე, სუნელებით შეზავებული ოსტრი ქართულ კულინარიაში პოპულარული კერძია. ეს გასაკვირი არც არის, ის ხომ ყველაფერთან ერთად ძალიან გემრიელია! გემრიელად მიირთვით და შეაფასეთ რეცეპტი!
რეცეპტის ინგრედიენტები:
800 გრამი მჭლე საქონლის ხორცი2 დაფნის ფოთოლი100 გრამი კარაქი3 თავი ხახვი4 ცალი პამიდორი2 კბილი ნიორი1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი1 სუფრის კოვზი პამიდვრის პიურე/ტომატ-პასტა1 სუფრის კოვზი წითელი ცხარე წიწაკა15 გრამი ოხრახუშიმარილი გემოვნებით200 გრამი მჟავე კიტრი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი 
1. დაჭერით ხორცი საშუალო ზომის კუბიკებად და მოათავსეთ ქვაბში. ჩაუმატეთ დაფნის ფოთლები და დაასხით 200 მილილიტრი წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე 2 საათით. დროგამოშვებით ურიეთ. მომზადებული ხორცი ძალიან რბილი უნდა იყოს. გადაწურეთ ნახარში წყალი და გადაინახეთ. 2. ხორცს ქვაბში 100 გრამი კარაქი ჩაუმატეთ და გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი. თხლად დაჭერით ხახვის მოზრდილი თავები და ჩაუმატეთ. შეურიეთ ეს ყველაფერი და დადგით დაბალ ცეცხლზე 7-8 წუთით. ხშირ-ხშირად ურიეთ. ხახვმა ფერი უნდა იცვალოს.
3. შემდეგ დაჭერით 4 ცალი დიდი, კანგაცლილი პამიდორი და ჩაუმატეთ. მაშინთვე მოურიეთ და განაგრძეთ შუშვა მინიმალურ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში.
4. ბოლოს თხლად დაჭერით ნიორი და ჩაუმატეთ ხორცხ ხმელ ქინძთან და ტომატ-პასტასთან ერთად. მოურიეთ და ჩაამატეთ წითელი ცხარე წიწაკა. ჩაუმატეთ მარილიც, თუ ამას თქვენი გემოვნება მოითხოვს. მოურიეთ და ჩაუმატეთ გადანახული ბულიონი. ისევ მოურიეთ და განაგრძეთ დაბალ ცეცხლზე მზადება 5 წუთით.
5. საბოლოოდ წვრილად დაჭერით ოხრახუში, ჩაუმატეთ და მოურიეთ. დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით და კერძი მზადაა. სურვილისამებრ ჩაუმატეთ დაჭრილი მჟავე კიტრიც და გემრიელად მიირთვით!
მოგეწონათ რეცეპტი? დაწერეთ კომენტარი: