დები ზარანდიების ძმის მიერ წაკითხულ ლექსს ცრემლების გარეშე ვერ შეხვდნენ

  23:10:16     25-05-2016

21 მაისს გამართულ ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალს ემოციური გამოსვლების გარეშე არ ჩაუვლია. 

თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპული დების - ლიზა და ინდირა ზარანდიების ძმამ, ლუკა ზარანდიამ ვაჟა-ფშაველას "ჩემი ვედრება" წაიკითხა, რომელსაც მაყურებელმა ცრემლების გარეშე ვერ მოუსმინა. 


ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში ასევე გაიხსენეს "ეტალონის" გარდაცვლილი მონაწილეები - ირაკლი ჭინჭარაული, უშიშა ყორიაული და გიორგი კილასონია. 

ნახეთ ვიდეო: