კელი: " ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის განსხვავებას ვერ ვხედავდი"
16:06:27     24-05-2016
ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ქართული შეიარაღებული ძალების პროგრესსა და საქართველო-აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კელის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები იმდენად განვითარდა, რომ ამერიკელ და ქართველ სამხედროებს შორის განსხვავების დანახვა რთულია.
”ამ დილით ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წვრთნებმა, რომელიც ჩატარდა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით. მე განსხვავებას ვერ ვხედავდი ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის, იმდენად გაუმჯობესდა ამ ორი ქვეყნის მოსამსახურეთა თავსებადობა. ეს არის ნამდვილი მახასიათებელი იმისა, თუ რამდენად განვითარდა საქართველოს შეიარაღებული ძალები“, - განაცხადა იან კელიმ.
კელიმ ეს განცხადება სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორის“ საზეიმო დახურვაზე გააკეთა.