21 მაისს, ბათუმის მუზეუმებმა უჩვეულო გამოფენებით გაუღეს კარი დამთვალიერებლებს.

  10:29:51     23-05-2016

აქციის “ღამე მუზეუმი" ფარგლებში აჭარაში არსებულ ყველა მუზეუმში სხვადასხვა სახის შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გაიმართა.ვიზიტორები თავად გახდნენ იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდა.

ბათუმის  ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობით ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში მოეწყო თეატრალიზებული პერფომანსი - ანტიკური და თანამედროვე სამოსი ცოცხალი მუსიკის თანხლებით. პერფომანსს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო და  აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით წელს პირველად იმართება მსგავსი სახის აქცია.
 აჭარაში  არსებული მუზეუმები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით შეუერთდა აქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმები იყოს  შემეცნებითი  და  მიმზიდველი, რათა  უფრო ბევრ დამთვალიერებელს უმასპინძლოს“.

სიახლემ „ღამე მუზეუმში“ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მუზეუმის მესვეურთათვის  ევროსაბჭოს ეს ინიციატივა ტრადიციად იქცევა.