აშშ-ის სახმელეთო არმიის კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი ერიკ ფენინგი გახდა
11:29:02     18-05-2016
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის სახმელეთო არმიის კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელად 47 წლის ერიკ ფენინგი დაამტკიცა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის არმიის რომელიმე მიმართულების სამოქალაქო ხელმძღვანელი ღიად ჰომოსექსუალი პირი გახდა.
ფენინგი საკუთარი კანდიდატურის დამტკიცებას რვა თვე ელოდა. მის წინააღმდეგ მხოლოდ კანზასის რესპუბლიკელი სენატორი ბეტ რობერტსი გამოდიოდა. რობერტსს სურდა მიეღო გარანტია, რომ გუანტანამოს ციხის არცერთი პატიმარი, თუ ბარაკ ობამა ციხის დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებდა, კანზასის ციხეში არ გადაეყვანათ.
რობერტსმა ფენინგის კანდიდატურას მხოლოდ მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც მას განუმარტეს, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დარჩენილ ვადაში ის უბრალოდ ვერ მოასწრებდა გუანტანამოს ციხის დახურვას.
ცნობისთვის, ფენინგის კანდიდატურა არმიის ხელმძღვანელის პოსტე ბარაკ ობამა წარადგინა. ბოლო 25 წლის მანძილზე მას პენტაგონსა და კონგრესში რიგი თანამდებობები ეჭირა, გარდა ამისა ფენინგი ორგანიზაცია Gay & Lesbian Victory Fund-ის (გეი და ლესბოსელი ადამიანების ფონდი) ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
2011 წლის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად აკრძალა პოლიტიკა "არ იკითხო, არ ილაპარაკო", რომელიც ამერიკის არმიაში გაცხადებული გეებისა და ლესბოსელი ადამიანების მსახურებას კრძალავდა.