ლინდსი ლოჰანი და “გამბინოს კლანი”

  11:30:17     23-04-2011

ლინდსი ლოჰანს კრიმინალურ დრამა “Gotti: Three Generations” – ში იღებენ. ამის შესახებ საიტი “JoBlo“ იტყობინება.

საქმე ეხება კინოსურათს ცნობილ მაფიოზ ჯონ გოთზე, რომელიც 1985 წლიდან გამბინოს კლანს ხელმძღვანელობდა. მან პოპულარობა იმით მოიპოვა, რომ არ მალავდა თავის დანაშაულებირივ საქმიანობას და პრესასთანაც ურთიერთობდა. 1992 წელს გოთს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ის 2002 წელს, 61 წლის ასაკში, კიბოთი გარდაიცვალა.

 

ჯონ გოთის როლს ფილმში ჯონ ტრავოლტა შეასრულებს. ლინდსი ლოჰანის კანდიდატურა მაფიოზის ქალიშვილის, ვიქტორია გოთის როლზე განიხილებოდა. თუმცა შემდეგ, ფილმის შექმნელებმა გადაწყვიტეს, რომ ის უფრო კიმის, ჯონ გოთი უმცროსის, კინოსურათის მთავარი გმირის შვილის მეუღლის როლს შეეფერებოდა.

 

მცირე ხნით ადრე, პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გოთი უმცროსის როლს ფილმში ჯეიმს ფრანკო ითამაშებს. თუმცა, ახლა ირკვევა, რომ მსახიობი როლზე ჯერ არ დაუმტკიცებიათ. სამაგიეროდ, ცნობილია რომ ფილმში ასევე ითამაშებს ჯო პეში. მას ანჯელო რუჯეროს, ჯონ გოთის მეგობრის განსახიერება მოუწევს.