აშშ-ის საელჩო: "დღეს ვაზიანი გრგვინავდა"

  10:06:26     12-05-2016

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ქართულ-ბრიტანულ-ამერიკულ სწავლებას -  „ღირსეული პარტნიორი 2016“ ეხმაურება.

„დღეს ვაზიანი გრგვინავდა: ადგილზე იყო 120 სამხედრო, საარტილერიო შეიარაღება თვითმფრინავებიდან ცვიოდა, უკრავდა საქართველოს სამხედრო ბენდი და მთავრობის ლიდერები აღნიშნავდნენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების, „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის დაწყებას. წლევანდელი წვრთნები მასშტაბურია, სამჯერ მეტი ამერიკელი ჯარისკაცით, „აბრამსის“ ტანკებითა და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების დამატებით”, - წერს საელჩო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.