"ევროვიზია-2016" სკანდალურად დაიწყო - რუსებმა დადგმა ნინა სუბლატისგან მოიპარეს? (ვიდეო)

  01:34:17     11-05-2016

შვედეთში მუსიკალური კონკურსის "ევროვიზია-2016"-ის პირველი ნახევარფინალი ჩატარდა. რუსეთის წარმომადგენელმა სერგეი ლაზარევმა სიმღერა You Are the Only One შეასრულა, რომლის დადგმაც მაყურებლებმა ძალიან მიამსგავსეს "ევროვიზიის" შარშანდელი ქართველი კონკურსანტის, ნინა სუბლატის გამოსვლას.

ამის დამადასტურებლად სოციალურ ქსელებში ფოტო ვრცელდება, სადაც აშკარად ჩანს ორი მომღერლის გამოსვლებს შორის იდენტურობა. მაყურებლები აცხადებენ, რომ რუსებმა დადგმა ნინა სუბლატისგან იპლაგიატეს.

"ევროვიზია-2016"-ს მეორე ნახევარფინალი 12 მაისს გაიმართება. ამ ორი ნახევარფინალის შედეგების მიხედვით გამოვლინდება საფინალო კონკურსის მონაწილეების ვინაობა. წელს საქართველოს კონკურსზე ნიკა კაჩაროვი და "იანგ ჯორჯიან ლილიტაზ" წარადგენს.

იხილეთ რუსი კონკურსანტის ვიდეო, რომელმაც სკანდალი გამოიწვია: