კანში რიგით 69-ე კინოფესტივალი იხსნება - ქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
13:27:08     10-05-2016
კანში რიგით 69-ე კინოფესტივალი იხსნება, ფრანგული რივიერა ხვალიდან 22 მაისის ჩათვლით 45 ათასს სტუმარს ელოდება.
პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ, ქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ფესტივალების სასახლესთან და ქალაქის სხვა ქუჩებზეც ასობით პოლიციელი იქნება მობილიზებული. კანში ასევე ჩავიდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და თავად შეამოწმა შეესაბამება თუ არა ნორმებს მიღებული ზომები.
კანის კინოფესტივალი ვუდი ალენის ფილმის ჩვენებით ხვალ გაიხსნება და ჟიური გამარჯვებულ რეჟისორს 22 მაისს გამოავლენს.