"როსტოს" პირველი კომენტარი - რას აცხადებს ყოფილი ტელეწამყვანი?

  00:00:09     08-05-2016

ყოფილი ტელეწამყვანის, ლევან როსტოშვილის(იგივე "როსტო") თქმით, არ შეიძლება მას და ლაშა კურტანიძეს  ერთი და იგივე ბრალი ჰქონდეთ წარდგენილი, რადგან კურტანიძეს დაკავებამდე მანქანით, სამსახურში წასაყვანად გაუარა.

როსტოშვილმა ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე ისაუბრა:

,,გავუარე ლაშას და მიმყავდა სამსახურში. შეიძლება იმ სკამზე მამაჩემი ან დედაჩემი ყოფილიყო და მათაც იგივე ბრალი უნდა წაყენებოდათ?!”, – განაცხადა ყოფილმა ტელეწამყვანმა.

გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილის მანქანაში ნარკოტიკული საშუალება 2 ადგილას აღმოაჩინეს: საბარგულსა და იმ სკამის ქვეშ, სადაც მისი მეგობარი ლაშა კურტანიძე იჯდა. როსტოშვილის თქმით, ალოგიკური და უსამართლოა, რომ მას და მის მეგობარს აღნიშნული მიზეზის გამო ერთი და იგივე ბრალი ჰქონდეთ წარდგენილი.

პროკურორის ცნობით, როსტოშვილი დაკავებისას, ,კოკაინის” ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ლაშა კურტანიძემ შემოწმებაზე უარი განაცხადა. პროკურორმა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთ მოტივად სწორედ ეს გარემოება დაასახელა.