ქეით ბეკინსეილი შერონ სთოუნის ნაცვლად

  11:18:56     22-04-2011

მსახიობ ქეით ბეკინსეილს ფანტასტიკური ფილმის “Total Recall” – ის რიმეიქში როლი შესთავაზეს. ამის შესახებ საიტი “Collider” იუწყება. უკვე ცნობილია, რომ მსახიობი პროექტში მონაწილეობას დათანხმდა. მას მთავარი როლის შემსრულებლის, დაგ კუეიდის მეუღლის, ლორის თამაში მოუწევს.

 

“Total Recall” – ის ახალი ვერსიის რეჟოსორი ლენ უაიზმენია. ის წარსულში უკვე თანამშრომლობდა ბეკინსეილთან. მაშინ მსახიობი ფილმების სერია – “სხვა სამყარო”-ში გადაიღეს. სავარაუდოდ, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ “Sony Pictures” – მა კინოსურათში როლზე ქეითი დაამტკიცა. უფრო ადრე, ლორის როლზე რამდენიმე ცნობილი მსახიობი დაიწუნეს.

 

ცნობილია, რომ ფილმის ორიგინალური ვერსია რეჟისორმა პოლ ვერხოვენმა გადაიღო და ის კინოეკრანებზე 1990 წელს გამოვიდა. დაგ კუეიდის იქ არნოლდ შვარცნეგერი თამაშობდა, ხოლო ლორის როლს შერონ სთოუნი ასრულებს. კინოსურათის სცენარი ფილიპ დიკის ერთერთ მოთხრობას ემყარება.