ქობულეთში 65 წლის მამაკაცს 11 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

  10:26:01     03-05-2016

ქობულეთში 65 წლის მამაკაცს 11 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც წარსულში გაუპატიურებისთვის იყო ნასამართლევი, არასრულწლოვანს მანქანაში ჩაჯდომას სთავაზობდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბავშვის დედამ პოლიციას უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია.