“ალ-ქაიდა” ჩეჩნეთში

  11:13:38     22-04-2011

ჩეჩნეთში, კურჩალოს რაიონში ორი მებრძოლი მოკლეს. რუსული ძალოვანი სტრუქტურების მონაცემებით, ერთერთი მათგანი “ალ-ქაიდას” ემისარია. როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ოპერაცია ხუთშაბათს ჩატარდა, თუმცა ინფორმაცია მედიას დღეს დილით მიაწოდეს.

 

მოკლულთა მონაცემების დადგენის შემდეგ გაირკვა, რომ ერთერთი მათგანი 1969 წელს დაბადებული, იორდანიის მოქალაქე ჰალედ იუსეფ მუჰამედია. მეორე კი – გროზნოს მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული სულთიგოვი.

 

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მილიციელები მებრძოლთა ჯგუფს ტყეში დაესხნენ თავს და მათთან ბრძოლა გამართეს. შეტაკების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მეორე მხრიდან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.