პარიზში შანელის მაღაზია გაძარცვეს
16:32:50     28-04-2016
პარიზში, შანზ-ელიზეზე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდის, შანელის მაღაზია გაძარცვეს.
მძარცველებმა მაღაზიიდან 300 000 ევროს ღირებულების ნივთების წასაღებად მინის კარს მანქანა შეაჯახეს, წასვლისას კი კვალის მოსპობის მიზნით ეს მანქანა დაწვეს.
პოლიციის ინფორმაციით,ძარცვა სამმა პირმა ჩაიდინა, მათ ძირითადად ძვირადღირებული ბრენდული ჩანთები და საფულეები წაიღეს.
ასეთი "ძვირადღირებული" კრიმინალი პარიზისთვის უცხო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ შანზ-ელიზეს მაღალი კლასის რეპუტაცია აქვს, კრიმინალები მას მაინც ეტანებიან.