დღეს მართლმადიდებლები დიდ სამშაბათს აღნიშნავენ
10:09:33     26-04-2016
26 აპრილს, ვნების კვირეულის დიდი სამშაბათია, რომელიც მაცხოვრის ვნების შვიდეულის ერთ-ერთი მძიმე დღეა. ვნების ექვსი დღე იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია აღევლინება, რომლის დროსაც სახარება სრულად იკითხება.
მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს უწოდებენ. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო შავი სამოსი აცვიათ.