იემენის სამთავრობო არმიამ 800-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინა

  16:40:08     25-04-2016

იემენის სამთავრობო არმიამ არაბეთის კოალიციის ძალების დახმარებით ჩატარებული სპეცოპერაციისას  „ალ-ქაიდას“ 800-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდირება მოახერხა. 

ინფორმაციას ამის შესახებ კოალიციის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით სააგენტო  SPA ავრცელებს.

იემენის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ქალაქ ელ მუკალას, გათავისუფლებაც,რომელიც „ალ-ქაიდას“ მთავარი დასაყრდენი პუნქტი იყო. კოლიცია დარწმუნებულია, რომ ისინი მალე აღნიშნულ რაიონში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნასაც შეძლებს.