პაპიძის დის სკანდალური ბრალდება – ვიცი, ვინც მფარველობს მაგას… ბერძენიშვილები

  13:49:04     25-04-2016

მაგდა პაპიძის დის ლანა პაპიძის თქმით, ოთარ ბერძენიშვილს ძმები ბერძენიშვილები მფარველობენ.

ეს სკანდალური ბრალდება ლანა პაპიძემ ,,პრაიმტაიმთან” ნაფიცმსაჯულების არჩევის დეტალებზე საუბრის დროს გააჟღერა.

ლანა პაპიძე: სანამდე დაიმალება ზოგიერთი?
– ვის გულისხმობთ?
– ვინც არ გამოჩენილა, აგერ ოთხი თვეა. რა ცოდვა აქვს ასეთი მოსანანიებელი მონასტერში ოთო ბერძენიშვილს? ვიცი, ვინც მფარველობს მაგას… ბერძენიშვილები.
– რესპუბლიკელ ძმებ ბერძენიშვილებს გულისხმობთ?
– დიახ, ასეთი ინფორმაცია მოგვივიდა… არავინ ისე არ დატოვებს ამას. ჩამოვა ის მონასტრიდან და დადგება ჩემს წინ, ჩემი ოჯახის წინ… ჩემს სიძე დიდი წონა ჰქონდა ყველგან. ასეთი ბიჭის ცოლს საყვარელი ჰყავდა, თურმე 24 საათი მასთან იყო და ომარმა ეს ყველაფერი არ იცოდა?! კიდევ კარგი, ეს გაბრიჩიძე, მოსამართლე დადებითად არის მაგდას მიმართ განწყობილი, შევატყვე. აცილებები, რაც მივეცით კანდიდატებს, ყველაფერი დააკმაყოფილა და ძალიან კმაყოფილი ვარ..

P.S. ბუნებრივია, ბერძენიშვილების ეპიზოდთან დაკავშირებით საქმე დიდ აბსურდთან გვაქვს. ჩვენ კომენტარისთვის პარტიის ოფისსაც დავუკავშირდით, მაგრამ მათ საქმის კომენტირება, როგორც ჩანს, საჭიროდ არ ჩათვალეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო. წარმოდგენილი 100 კანდიდატიდან ჯერჯერობით 4 შეირჩა.

ავტორი: მარიამ ნადირაძე

წყარო