კადაფის ოპოზიციას იარაღი შემოაკლდა

  10:50:02     21-04-2011

კადაფის წინაარმდეგ მებრძოლ ლიბიელ ოპოზიციონერებს იარაღის პრობლემა აქვთ. სამოქალაქო მოსახლეობას, რომელიც ქვეყნის ლიდერის წინააღმდეგ იბრძვის, თავდაცვისათვის იარაღი სჭირდება. ამის შესახებ, პარიზში ვიზიტისას, ლიბიის ოპოზიციური ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა, ალი ალ-ისაუიმ განაცხადა.

 

“ბიბისის” ინფორმაციით, ამბოხებულები იმედგაცრუებულნი არიან. ალიანის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაცია მეტად გაიწელა. ოპოზიციას კი კარგად შეიარაღებულ სახელისუფლო ძალებთან ომი ძალიან უჭირს.

 

“იმისათვის, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1973-ე რეზოლუცია შესრულდეს და მშვიდობიანი მცხოვრებლები დაცული იქნენ, მაშინ სამხედრო ძალების გააქტიურებაა საჭირო. თუ ხალხს იარაღი ექნება, თავადაც დაიცავს თავს” – განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

 

თუმცა, ამის მიუხედავად, ალი ალ–ისაუიმ აღნიშნა, რომ დღეისათვის, უცხო ქვეყნის სამხედროების ლიბიის ტერიტორიაზე გამოჩენა, აუცილებლობას არ წარმოადგენს.