“Radiohead” ახალ სინგლს უსასყიდლოდ გაავრცელებს

  13:29:04     20-04-2011

ჯგუფი “Radiohead” თავის ახალ სინგლს “The Butcher/Supercollider” ციფრულ ფორმატში სრულიად უსასყიდლოდ გაავრცელებს. ამის შესახებ საიტი “Gigwise” იუწყება. მუსიკოსებმა ინფორმაცია ელექტორონული ფოსტით გაუგზავნეს ყველას, ვინც ინტერნეტში ბოლო დროს მათი ალბომი მოინახულა.

 

სინგლი მუსიკალური მაღაზიის დღეს გამოვა. როგორც ცნობილია, დღესასწაული 2011 წლის 16 აპრილს აღინიშნება. სიმღერა დიდი ტირაჟით გამოვა. დამატებითი ეგზემპლარების გამოშვებას ჯგუფი არ გეგმავს.

 

“Radiohead” – მა ბოლო, მერვე სტუდიური ალბომი “The King of Limbs” 2011 წლის თებერვალში გამოუშვა. დისკი სულ რვა სიმღერისაგან შედგება, რომელთა საერთო ქრონომეტრაჟი დაახლოებით 37 წუთია.