რა თანხა დაუჯდება მთავრობას უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანა?
12:49:32     07-04-2016
რობი უილიამსი და ეროს რამაზოტი-თბილისში, ხოსე კარერასი- ქუთაისში, Maroon 5-ბათუმში, ეს ოცნება არ არის, რეალობაა, რეალობა რომელიც ბიუჯეტს 29 მილიონი დაუჯდება.
მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოს პროექტ "check-in georgia-ს" ფარგლებში ეწვევიან, როგორც ცნობილია, ბილეთების ფასი სიმბოლური იქნება, 20-დან 90-ლარამდე იმერყევებს.
მაგრამ სიმბოლური ფასების მიღმა, პროექტს, რომელსაც ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს,მთავრობის სარეზერვო ფონდი 29 მილიონით დააფინანსებს.
ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგაძის თქმით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.
როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა, ხელისუფლებაში მოსვლამდე მათ მიერ ასე დაწუნებული და გაკრიტიკებული "ტაშ-ფანდურის" რეჟიმის ათვისებას წინასაარჩევნოდ სრული დატვირთვით იწყებს.