"დედაჩემს პროკურატურაში უთხრეს, მკვლელობის შესახებ ოთო ბერძენიშვილმა შეგვატყობინაო"
00:57:14     05-04-2016
გაზეთი „პრაიმტაიმი“ მაგდა პაპიძის საქმეზე საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობ ინფორმაციას აქვეყნებს. გამოცემისთვის ცნობილი ხდება ერთ-ერთი ვერსია იმის შესახებ, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მაგდა პაპიძემ მის მეგობარ მამაკაცს, ოთო ბერძენიშვილს მესიჯი მისწერა, სადაც აცნობა გადაწყვეტილება საკუთარ ქმარ-შვილთან დაკავშირებით.
ეს ინფორმაცია “პრაიმტაიმმა” პაპიძის ოჯახთანაც გადაამოწმა.
“როდესაც დედაჩემმა პროკურატურაში იკითხა, მკვლელობის შესახებ ვინ შეგატყობინათო, უპასუხეს, ოთარ ბერძენიშვილმაო. ეს მესიჯი რომ ბუნებაში არსებობდეს, პროკურატურა მას ხომ არ დამალავდა მტკიცებულებათა გავლის დროს? სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის ასეთი არაფერი ყოფილა”, – ამბობს მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე.
“არგუმენტი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მისაღებია, თუმცა რჩება ერთი ვარაუდი: პროკურატურა ამ მტკიცებულებას იმ შემთხვევაში ვერ წარმოადგენდა, თუ მესიჯი წაშლილია და ბერძენიშვილის ტელეფონზე დანიშნულია ექსპერტიზა. არის თუ არა ეს ასე, ამის შესახებ პროკურატურისგან ვერ შევიტყვეთ, ვინაიდან ბრალდების მხარე ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებს. ლანა პაპიძე კი ჩვენთან საუბრისას ადასტურებს ბერძენიშვილის მონასტერში ყოფნას. უფრო მეტიც: „ის თურმე აცხადებს, რომ არც აპირებს მონასტრიდან წამოსვლას ოდესმე. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება? ნეტა რა ცოდვა დაიდო ასეთი?“, – წერს “პრაიმტაიმი”.