მაგდა პაპიძე: "მე ჩემს ჩვენებაში მაქვს განმარტებული, როგორ მოხვდა სისხლის კვალი ოთახში"
15:42:51     31-03-2016
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მაგდა პაპიძის ადვოკატის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის თქმით, კვლავაც არსებობს მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მის ამ მოსაზრებას კი დაცვის მხარე არ ეთანხმება. მაგდა პაპიძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების საფუძველი აღარ იყო- "ერთადერთი, სადაც შეიძლება მაგდა პაპიძე მივიდეს, ეს არის მისი შვილის საფლავი. შესაბამისად, ვშუამდგომლობთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე"განაცხადა სასამართლო პროცესზე ადვოკატმა.
სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ მაგდა პაპიძის პროცესები საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გაგრძელდება.
თავად მაგდა პაპიძემ კი ასეთი განცხადება გააკეთა:
"მინდა გავაკეთო აქცენტი სისხლის კვალზე, რომელიც იატაკზე იყო - მე ჩემს ჩვენებაში მაქვს განმარტებული, როგორ მოხდა სისხლის კვალი იქ:
როცა ჩემი მეუღლე და შვილი ვნახე, სისხლიანი ხელით შევედი ოთახში მანქანის გასაღების ასაღებად და ასევე ჩვენებაში ნათქვამი მაქვს, რომ ჩემს დედამთილთან დასახმარებლად სისხლიანი ხელით მივედი. რაც შეეხება რვეულს, როდესაც განმეორებით დაკითხვაზე შემოვიდნენ გამომძიებლები, მე ვთქვი, რომ ვაკეთებდი ჩემი ოჯახის ხარჯთაღრიცხვას და თავად ვთხოვე გამომძიებლებს მოეძებნათ ჩემი რვეული, სადაც ჩანაწერებს ვაკეთებდი. ვთხოვე წასულიყვნენ ჩემთან სახლში. მე მივუთითე, თუ სად უნდა ენახათ ეს რვეული, სადაც ჩაწერილი მქონდა, როგორ ვიყიდე მეუღლის მითითებით ურო და ლურსმნები. ზომები ვერ დავიმახსოვრე ლურსმნების და ამიტომ ჩავიწერე - თურმე მე როცა ეს ვუთხარი, უკვე რამდენიმე დღის ნანახი და ამოღებული ჰქონდათ რვეული. მაინტერესებს როგორ ვერ ნახა მთელმა საქართველომ სისხლის კვალი, როცა ჩემს ერთადერთ შვილს და მეუღლეს ტიროდა? ამდენი ხალხი იყო მისული, რატომ ვერ დაინახეს სისხლის კვალი კედელზე? - ჩემი სიცოცხლე, ჩემი წლები წყდება და ყველა დეტალზე გავაკეთებ კომენტარს", - განაცხდა პაპიძემ.