"მაშინ, როდესაც მთელმა საქართველომ იტირა ჩემი შვილი და მეუღლე, როგორ ვერ შეამჩნიეს სისხლის კვალი კედელზე?"
14:30:23     31-03-2016
მცირეწლოვანი შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე სასამართლოზე განცხადებას აკეთებს. პაპიძემ პროკურორს და გამომძიებელს თავად სთხოვა,
მოეძებნათ რვეული, სადაც ის ხარჯთაღრიცხვას აწარმოებდა და სადაც
ბრალდებულის თქმით, უროსა და ლურსმნების შესახებ იყო საუბარი, რომლის
ყიდვაც მას მეუღლემ სთხოვა.
როგორც პაპიძემ აღნიშნა, მან არ იცოდა, რომ ეს რვეული მის დედამთილს გამოძიებისთვის გადაცემული ჰქონდა.
„არასდროს ვმალავდი ოჯახის ხართჯთაღრიცხვას. მე-5 დაწესებულებაში ვიყავი, როდესაც განმეორებით დასაკითხად შემოვიდნენ პროკურორი და გამომძიებელი. მე თვითონ ვთხოვე, მოეძებნათ რვეული. მივუთითე ადგილი. რვეულში მეწერა უროსა და ლურსმნებზე, რომელთა ყიდვაც მეუღლემ მთხოვა“, - განაცხადა პაპიძემ.
პაპიძე ამბობს, რომ გეგმას მკვლელობის შესახებ რაზეც, გამოძიება საუბრობს, ჭკუათმყოფელი ადამიანი არ დაწერდა.
მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა „შპალერზე“ მოგვიანებით აღმოჩენილ სისხლის კვალზე. "მაშინ, როდესაც მთელმა საქართველომ იტირა ჩემი შვილი და მეუღლე, როგორ ვერ შეამჩნიეს სისხლის კვალი კედელზე?
მე ვერავის ვერ შევაწმენდ ხელებს, მაგრამ როდესაც ჩემი სიცოცხლე წყდება, სწორედ ამიტომ, ყველა დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას და გავაკეთებ კომენტარს“- განაცხადა მაგდა პაპიძემ.