მაგდა პაპიძის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს, პროკურორი არ ეთანხმება
12:09:21     31-03-2016
"საქმეში მტკიცებულებათა უკმარისობაა და აქედან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს”, – ეს განცხადება მაგდა პაპიძის ადვოკატმა ირმა ბრელიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა.
ადვოკატი ითხოვს, რომ მაგდა პაპიძეს პატიმრობის ფორმა შეეცვალოს, რადგან მისი თქმით, ბრადლებული არსად დაიმალება და გამოძიებას ხელს არ შეუძლის.
,,ვიშუამდგომლებთ, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი მაგდა პაპიძე პატიმრობაში იმყოფდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მუხლი განსაკუთრებით მძიმეა, საქმეში მტკიცებულებათა უკმარისობაა და აქედან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს. არც არსებობს იმის საშიშროება, რომ მაგდა პაპიძე მიიმალება და ხელს შეუშლის გამოძიებას მართლმასაჯულების განხორციელებაში”, – განაცხადა მაგდა პაპიძის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას პროცესის დაწყებამდე.
პროკურატურა კი მიიჩნევს, რომ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა ხელს შეუშლის გამოძიებას, რადგან მაგდა პაპიძე მიიმალება ან ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.