მაგდა პაპიძის ოჯახი მომხრეა, რომ საქმე ნაფიცმსაჯულებმა განიხილონ

  11:38:37     31-03-2016

მაგდა პაპიძის ოჯახი მომხრეა, რომ საქმე ნაფიცმსაჯულებმა განიხილონ.

ამის შესახებ განცხადება მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, თუ მაგდა თანახმა იქნება, მის საქმეს ნაფიცმსაჯულები განიხილავენ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ენდობიან.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძის საქმის სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.