კინორეჟისორი და მსახიობი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა
14:15:36     29-03-2016
კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.
ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს, სარეჟისორო ფაკულტეტი 1960 წელს. მისი ფილმებია - "მოდის მატარებელი", "აეროპორტი", "გზაში"(1964), "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"(1967), "დიდედები და შვილიშვილები"(1969), "პირველი მერცხალი"(1975), "ნამდვილი თბილისელი", "იმერული ესკიზები"(1979), "უკვდავების თეთრი ვარდი"(1985). არის ავტორი წიგნისა "მხიარული მოთხრობები".
არის თეირანის IV მსოფლიო კინოფესტივალის 2 "ოქროს ვერძი"-ის მფლობელი; მიღებული აქვს ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, სოხუმის კინოფესტივალის გრან–პრი, ბათუმის კინოფესტივალის გრანპრი; მინსკის საკავშირო კინოფესტივალის გრანპრი; ობერჰაუზენის მსოფლიო კინოფესტივალის გრანპრი; ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი; ღირსების ორდენი.