ფოთში მსაჯი დაჭრეს - რა მოხდა რაგბის მატჩის შემდეგ?

  10:28:21     28-03-2016

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ფოთში რაგბის მსაჯი დაჭრეს. ტელეკომპანია იუწყება, რომ ფაქტს რაგბის კავშირში ადასტურებენ. კავშირში აცხადებენ, რომ უკვე დაიკითხნენ ინციდენტის მონაწილეებიც. ამ ეტაპზე შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.

როგორც ირკვევა, შემთხვევა სტადიონზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, 21 წლის ნიკო ამაშუკელი რაგბის მატჩის შემდეგ დაპირისპირების დროს ბასრი საგნით დაჭრეს. ამაშუკელი ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარის ოფიციალური ვერსია უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჭრის ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებს. ნიკო ამაშუკელი ფოთის სტადიონზე ბათუმის ,,ბათუმსა”  და თბილისის ,,არმიას“ შორის შეხვედრას მსაჯობდა. მატჩი ფრედ 21:21 დასრულდა.