ზუგდიდში, ყველაზე იაფი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი - „გორგია“ გაიხსნა

  18:20:57     24-03-2016

ზუგდიდში, სოფელ რუხში ყველაზე იაფი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი - „გორგიაგაიხსნა.

ღონისძიება ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მენეჯმენტთან ერთად, ზუგდიდის გუბერნატორმა და საპატნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ გახსნა. 

3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 30 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება. 

ჰიპერმარკეტის გახსნა ზუგდიდში, სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 70-მდე ადამიანი დასაქმდა.