სირიის სახელმწიფო ჯარი პალმირაში შევიდა - "ისლამური სახელმწიფო" უკან იხევს
16:35:31     24-03-2016
სირიის სახელმწიფო ჯარი "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების მიერ დაპყრობილ უძველეს ქალაქ პალმირაში შევიდა, იტყობინება სირიის ტელევიზია.
ტელეარხის ცნობით, მებრძოლებმა ქალაქის ცენტრამდე მიაღწიეს. რამდენიმე საათის წინ დამკვირვებლებმა და ოფიციალურმა წყაროებმა დადასტურეს, რომ სამხედროები შტურმისთვის ემზადებოდნენ.
პალმირას შტურმით აღება სამი მხრიდან უნდა განხორციელებულიყო, რაც ჰომსის პროვინციის გუბერნატორის თქმით, იქნებოდა "გასაოცარი გამარჯვება" ტერორისტებზე.
სირიის არმიის პალმირასთან მიახლოების შესახებ ცნობები გუშინაც გავრცელდა. სამხედროები ამბობდნენ, რომ ქალაქს "მჭიდროდ" მიუახლოვდნენ.
23 მარტის საღამოსვე ცნობილი გახდა, რომ სამხედროებმა ტერორისტული ორგანიზაციის საარტილერიო პოზიციები გაანადგურეს.
"ისლამური სახელმწიფო" ქალაქ პალმირას 2015 წლის მაისიდან აკონტროლებს. ამ დროის მანძილზე ტერორისტებმა უამრავი უძველესი ტაძარი და შენობა გაანადგურეს, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში იყო შეტანილი.
გადმოცემის თანახმად, პალმირა ბიბლიური მეფის სოლომონის მიერაა დაარსებული. ის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად ითვლებოდა.