ყველის ჰაეროვანი ბურთულები - ფრანგული გუჟერების რეცეპტი

  23:22:36     20-03-2016

ამ ჰაეროვან ყველის ბურთულებს ფრანგები გუჟერებს ეძახიან, ამზადებენ მოხარშული ცომისგან ყველთან ერთად, რომელიც მსუბუქი და ძალიან გემრიელია. გუჟერები ძალიან უხდება ღვინოს.  შეგიძლიათ მოასხათ თქვენთვის საყვარელი სოუსი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

წყალი 125 მლ;

ფქვილი 70 გ;

მწვანე ხახვი 1 კონა;

მარილი ჩ.კ;

კარაქი 40 გ;

კვერცხი 2 ც;

ყველი 100 გ;

მწიკვი შავი პილპილი;

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე, ხოლო გამოსაცხობი ფორმა დაფარეთ პერგამენტის ქაღალდით;

გააცხელეთ ქვაბში წყალი, დაჭერით კარაქი კუბიკებად და ჩაყარეთ წყალში, რაღა შეერიოს კარგად, შემდეგ ჩაყარეთ მარილი და პილპილი. არ გადმოდგათ ცეცხლიდან;

ჩაყარეთ წყალში ფქვილი და კარგად აურიეთ იქამდე, სანამ მასა არ გახდება ერთიანი და ელასტიური. გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ გაციება;

ჩაამატეთ კვერცხი და ჩქარ-ჩქარა აურიეთ. ცომი თავიდან იქნება დაშლილივით, მაგრამ თუ კარგად მოურევთ გახდება ერთიანი. ამისათვის საკმაოდ მოსახერხებელია მიქსერის გამოყენება;

დაამატეთ ¾ ყველი და ხახვი, აურიეთ;

გუჟერების ფორმირება ყველაზე მარტივია საკონდიტრო ტომრის მეშვეობით, მაგრამ თუ არ გაქვთ შეგიძლიათ კოვზი გამოიყენოთ;

დარჩენილი ყველი მოაყარეთ ბურთულებს ზემოდან და მოათავსეთ ღუმელში 10 წუთით;

დაუწიეთ ტემპერატურას 190 გრადუსამდე და მოათავსეთ ისევ ღუმელში 25 წუთით, ბურთულებმა ოქროსფერი შეფერილობა უნდა მიიღონ;

იმისათვის, რომ გუჟერები იყოს ხრაშუნა, მომზადებამდე 5 წუთით ადრე ყველა ბურთულას ჩაარჭეთ ჩანგალი, რათა ორთქლი გამოვიდეს და ჩააბრუნეთ ღუმელში.

ბურთულებს შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილი გემოვნებით;

გუჟერები სასურველია ცხელი მიირთვათ.