გამოძიებამ ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებულად ცნო
11:02:58     18-03-2016
"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანის ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატის თქმით, გამოძიებამ პოლიტიკოსი დაზარალებულად ცნო. ლევან სამუშიას ინფორმაციით, დაცვის მხარე ახლა საქმის მასალების გადაცემას ელოდება.
ალექსი პეტრიაშვილს 26 თებერვალს საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე თავს დაესხნენ. მას ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენეს. პეტრიაშვილს ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო, რის შეცვლასაც დაცვის მხარე მკვლელობის მცდელობის მუხლით ითხოვს.
პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი უკვე დააკავა. ლევან მექვაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.