"რუსეთს ერთი ხელით სირიიდან საბრძოლო ტექნიკა გამოჰყავს, მეორე ხელით კი მას ახალი მოდელებით ანაცვლებს"

  10:53:42     17-03-2016

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა სირიაში, ხმეიმის ბაზაზე უახლესი საბრძოლო ვერტმფრენები მი-28H და ka-52 გადაისროლა.

აქამდე რუსეთის საჰაერო-სარაკეტო ძალები სირიაში მხოლოდ საბრძოლო ვერტმფრენ მი-35-სა და მი-24-ს იყენებდა. მი-24H კი, რომელსაც "ღამის მონადირესაც" უწოდებენ ერაყში ტერორსტული ბაზების დასაბომბად გამოიყენებოდა. 

როგორც ჩანს, რუსეთს ერთი ხელით სირიიდან საბრძოლო ტექნიკა გამოჰყავს, მეორე ხელით კი მას უფრო ახალი და მძლავრი მოდელებით ანაცვლებს. ასე რომ მსოფლიოს აპლოდისმენტები, რომლებიც პუტინის გადაწყვეტილებას მოჰყვა, ამაოა.

შეგახსენებთ, სირიიდან რუსული სამხედრო ძალის უმეტესობის გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა 14 მარტს გაასაჯაროა. პრეზიდენტის სიტყვებით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსმა სამხედროებმა მიაღწიეს მათთვის დასახულ ყველა მიზანს. 
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, სირიაში შეიარაღების გარკვეული ნაწილი ბომბდამშენი სუ-24 და ვერტმფრენები რჩებოდნენ. ჩანს, რუსეთმა ეს საკმარისად არ მიიჩნია.