სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის ბრალდებით გორში ახალგაზრდა ქალი დააკავეს
13:28:48     16-03-2016
გორში, 39 წლის სამხედრო მოსამსახურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ახალგაზრდა ქალი დააკავეს.
“ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.დაკავებულია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც დანაშაულს აღიარებს” – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს, კომბინატის დასახლებაში 39 წლის მამაკაცი, სამხედრო მოსამსახურე ხანძრის დროს გარდაიცვალა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი არა ხანძარი, არამედ, დასაძინებელი აბები იყო.