მამაკაცმა, რომელმაც ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე დახოცა, თავი მოიკლა

  12:52:24     16-03-2016

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი, რომელმაც თებერვლის დასაწყისში, გორში ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე დახოცა, თბილისში აღმოაჩინეს. 

ბრალდებულის ცხედარი დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში, ნაქირავებ ბინაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.