თეთრი სახლი: "აბუ ომარ ალ-შიშანი მოკლულია"
09:01:28     15-03-2016
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, გარდაცვლილია. ეს ინფორმაცია CNN-მა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორ თანამშრომელზე დაყრდნობით გაავრცელა.
ჩინოვნიკების თქმით, შიშანი გასულ კვირას ამერიკული ავიაციის მიერ ისლამისტების პოზიციების დაბომბვის დროს დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ტელეკომპანიის წყარომ არ დააზუსტა, თუ საიდან აქვთ მათ ეს ინფორმაცია.
ამერიკის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ალ-შიშანი ახლა ნამდვილად მოკლეს. გასულ კვირას ვაშინგტონმა ტერორისტზე ინფორმაციისთვის 5 მილიონი დოლარი ჯილდოდ დააწესა. აშშ-ის სპეცსამსახურების ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანი "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. ომის მინისტრი იყო.
თარხან ბათირაშვილი 1986 წელს პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში დაიბადა. ის მძიმე პირობებში იზრდებოდა და ბავშვობაში ჩეჩენ მებრძოლებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქართულ არმიას შეუერთდა. იგი მსახურობდა ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად. მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის მეორე ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის წინააღმდეგ.
2014 წლის სექტემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ აბუ ომარ ალ-შიშანი „შავ სიაში“ შეიყვანა.