"მითვალთვალებდა... იცოდა როდის რჩებოდა ნონა მარტო" - მორიგი დეტალები ფონიჭალაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე
23:37:46     10-03-2016
ფონიჭალაში სასტიკად მოკლული ნინა ომანაძის მეუღლე ოთარ მამფორია ცოლ-შვილის მკვლელობის დღეს გადაცემა "პროფილში" სტუმრობისას დეტალურად იხსენებს.
"დილით 08:00 საათზე გავედი სამსახურში. ჩავედი მამიდაშვილთან, მან მითხრა, რომ თანხა ჰქონდა ქუთქაისში გადარიცხული და სურდა ჩემი სახელით გადაერიცხა. პირადობის მოწმობა სახლში მქონდა დატოვებული. მივბრუნდი და ნონას ვუთხარი, საფულე ჩამოეგდო ფანჯრიდან. ასეც მოიქცა. ამის შემდეგ წავედი ბანკში. 10 საათისკენ კი სამსახურში მივედი. ერთ საათში მირეკავს მამიდაშვილის მეუღლე და მეუბნევა, რომ ჩემი სახლის საძინებლიდან კვამლი გამოდიოდა. დავრეკე ნონასთან, მაგრამ არ მიპასუხა. მაშინვე გავიქეცი სახლში. რომ მივედი პოლიცია და სახანძრო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. მოვიკითხე ბავში და მეუღლე, მითხრეს, რომ ხანძრის შემდეგ კვამლი გადაეყლაპათ, ცოტა შეუძლოდ არიანდ ა მეზობლებთან გვყავსო. ამ დროს ყველაფერი მომხდარი იყო. შემდეგ კიბეზე შემხვდა ვიღაც პოლიციელი, მან დაურეკა ვიღაცას, რომ დედა-შვილი დაიღუპნენო. არ ვიცი მერე მე რა დამემართა.
რკინის კარი მაქვს, ვერ შეამტვრევ. კარი საკუთარი ნებით აქვს გაღებული ნონას. ალბათ ნაცნობი იყო. ისე კარს არ გაუღებდა. პოლიციამ მითხრა, რომ ყავა იყო მოდუღებულიო. ჩემი აზრით, ფულის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ამბობენ, ყველაფერი ადგილზეა წაღებული არაფერია, მაგრამ შეიძლება დაიბნა და ვერაფრის წაღება ვერ მოასწრო. შურისძიებას გამოვრიცხავ. ყოველშემთხვევაში ეს შემთხვევით მომხდარი ფაქტი არ მგონია. ალბათ შერჩეული ჰქონდა დრო. მეც მითვალთვალებდა და ჩემს უფროს ბიჭსაც. იცოდა როდის რჩებოდა ნონა მარტო და შევიდა.
ჩემი მეუღლე ზალაში იყო მოკლული, ექსპერტიზამ თქვა,
26 ჭრილობა აქვს მიყენებულიო, ბავშვს - 16. ამის შემდეგ არის დამწვარი.
ჩემი პირველი მეუღლეც ამ სახლში დაიღუპა. ეპილეფსია სჭირდა. ხშირად ხდებოდა ცუდათ, მაგრამ შემდეგ ისევ გამოდიოდა მდგომარეობიდან. ერთ დღეს აბაზანაში შევიდა. რომ დაიგვიანა შევხედე და მკვდარი დამხვდა", - იხსენებს ოთარ მამფორია.