რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო წვრთნებს იწყებს
14:25:01     10-03-2016
რუსული მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთი მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. წვრთნებში 1000-ზე მეტი სამხედრო და სპეციალური ტექნიკა იქნება ჩართული. წვრთნები ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმსა და სომხეთშიც დაიწყება და 12 მარტამდე გაგრძელდება.