ომარ ალ შაშინი ცოცხალია, თუმცა მძიმედაა დაჭრილი
12:56:27     10-03-2016
სირიაში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ბრიტანული სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი ცოცხალია, თუმცა ის მძიმედ არის დაჭრილი.
გუშინ პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 მარტს შეერთებულმა შტატებმა სირიის ტერიტორიაზე ომარ ალ შიშანის განადგურების მიზნით იერიშები განახორციელდა. თუმცა ორგანო ვერ აკონკრეტებდა ემსხვერპლა თუ არა ალ შაშინის სიცოცხლე ამ იერიშებს.
ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ არც პანკისის ხეობაში მცხოვრები ბათირაშვილის ოჯახი ადასტურებდა.