"ბითლზის" პროდიუსერი ჯორჯ მარტინი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

  16:28:24     09-03-2016

ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეულის პროდიუსერი "მეხუთე ბითლზად" წოდებული სერ ჯორჯ მარტინი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია მარტინის გარდაცვალების შესახებ  "ბითლზის" დრამერმა რინგო სტარმა საკუთარი "თვითერით" გავრცელა. მოგვიანებით ის მარტინის ოჯახის წევრებმაც დაადასტურეს. მათ მხარდაჭერისათვის ყველას მადლობა გადაუხადეს.

მარტინმა ლეგენდარული ოთხეულის 700 ჩანაწერზე მეტს გაუწია პროდიუსირება. მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა შემსრულებლების პროდიუსერიც იყო, მუსიკალურ სამყაროში ის "ბითლზთან" განსაკუთრებულად ასოცირდება.