როგორ შევარჩიოთ სესხი სწორად?

  16:16:10     09-03-2016

თანამედროვე სამყაროში მომხმარებლები ხშირად იღებენ სესხს, თუმცა ისინი ნაკლებად ეცნობიან და აკვირდებიან პირობებს. დღესდღეობით უკვე შესაძლებელია სესხის აღებით დაინტერესებულმა პირმა თავადვე შეადაროს კრედიტის პირობები ერთმანეთს, რათა აიღოს დაბალპროცენტიანი სესხი.

 sesxebi.ge მომხმარებლებს სასარგებლო სერვისს სთავაზობს. ვებგვერდის დახმარებით კლიენტებს შეუძლიათ გაეცნონ  საბანკო, ონლაინ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხის პირობებს, საპროცენტო განაკვეთს. შეადარონ ისინი ერთმანეთს და აირჩიონ  მისაღები პირობის კრედიტი.

 ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია ინტერნეტ კრედიტების საპროცენტო განაკვეთის დადგენაც. ეს კი განსაკუთრებით საჭირო ინფორმაციაა კლიენტებისთვის, რადგან ონლაინ მსესხებლები მომხმარებლებს საპროცენტო განაკვეთს არ აცნობენ. შედეგად, მომხმარებლისთვის უცნობი რჩება სესხის საპროცენტო განაკვეთი.

  sesxebi.ge არ არის არც მიკროსაფინანსო და არც საბანკო ორგანიზაცია. ეს არის ვებგვერდი, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია სესხების შესახებ და  დაინტერესებულ პირებს სთავაზობს უფასო სერვისს, რათა გაეცნონ და შეადარონ სესხის პირობები ერთმანეთს.