
Dgiurad.ge - ბინები დღიურად და საათობრივი გაქირავებით
16:07:56     09-03-2016
უძრავი ქონების ბაზარზე ახალი ვებგვერდი www.dgiurad.ge გამოჩნდა. კომპანიას განსხვავებული ნიშა აქვს და მომხმარებლებს ბინების დღიურად და საათობრივი გადახდით ქირაობას სთავაზობს. ვებგვერდზე განთავსებულია განცხადებები მთელი საქართველოს მასშტაბით. ბინის, აპარტამენტისა თუ სასტუმროს ქირაობის მსურველს მარტივად შეუძლია მოიძიოს განცხადება და აარჩიოს სასურველი ბინა.
Dgiurad.ge ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს უფასოდ განათავსონ განცხადება. ამასთან, კომპანიას აქვს VIP და სუპერ VIP სერვისი იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც საკუთარი განცხადების განთავსება ვებგვერდის დასაწყისში სურს.
სხვა მსგავსი ვებგვერდებისგან განსხვავებით, dgiurad.ge-ზე შესაძლებელია სასურველი ბინის მოძიება ერთდროულად სხვადასხვა ქალაქში. მაგ: აპირებთ დაისვენოთ შავი ზღვის სანაპიროზე და გაინტერესებთ ბინების ფასი ქობულეთში, ბათუმში, კვარიათში, შეგიძლიათ მონიშნოთ სამივე ადგილი და მარტივად გაეცნოთ განცხადებებს.
ეწვიეთ ვებგვერდს dgiurad.ge, დაზოგეთ დრო და გაეცანით განცხადებებს მარტივად, იქირავეთ ბინა დღიური გადახდით და დაზოგეთ ხარჯები.